Wednesday, November 12, 2014

ნორვეგია

ნორვეგია ოფიციალურად ნორვეგიის სამფო მდებარეობს ჩრდილო ევროპაში,სკანდინავიის ნახევარკუნძულზე.მისი მოსახლეობა 5 მილიონს შეადგენს. ნორვეგიის დედაქალაქია ოსლო.იგი ყველაზე დიდი ქალაქია ნორვეგიაში. ის პაქტი თუ როგორ დასახლდა ნორვეგია დღემდე გაურკვეველი რჩება.ძველნორვეგიული საზოგადოება ორი ფენისაგან,არისტოკრატებისა და თავისუფალი მოსახლეობის-გლეხებისაგან შედგებოდა.მათი საყვარელი საქმიანობა ომი, ძარცვა, სამხედრო ვარჯიში და ნადირობა იყო.
  ნორვეგიის წინაპარი ხალხი "ვიკინგები" იყვნენ. მათი სისწრაფე თავზეხელაღებული სიმამაცე შიშის ზარს სცემდა მოწინააღმდეგეს.ვიკინგები იყვნენ ოჯახში მეორე და მესამე ვაჟები,რომლებსაც მამის ქონება არ ეკუთვნოდათ მემკვიდრეობით, იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ სკანდინავიის ნაპირები და ზღვაში ეძებნათ ბედნიერება.ვიკინგების სამშობლო დღევანდელი შვედეთის, ნორვეგიის და დანიის ტერიტორიაზე მდებარეობდა.სავარაუდოდ მათი სახელი "მეკობრეს" ნიშნავდა.ვიკინგები 300 წლის მანძილზე შიშის ზარს სცემდნენ ევროპელებს.დაახლოებით 1100 წელს ვიკინგების თარეში შეწყდა.
  დღესდღეობით ნორვეგიელი ხალხი დიდად განსხვავდებიან წინაპარი "ვიკინგებისაგან', თუ ადრე ვიკინეგბი გამდიდრების წყურვილიტ იყვნენ შეპყრობილნი არავის და არაფერს ინდობდნენ. დღევანდელი ნორვეგია ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყნად ითვლება მსოფლიოში.მისი ბუნება მრავალფეროვანი და ლამაზია. ნორვეგია ძირითადად მთაგორიანი ქვეყანაა. გაზაფხულზე მდინარეებთან ახლოს მდებარე ველები მცენარეული საფრით იფარება და ყველაფერი სიმწვანეში იძირება, თუმცა ხანგრძლივი და მკაცრი ზამთრის გამო ქვეყანაში მიწათმოქმედება სათანადოდ ვერ ვითარდება. შუა ზამთარში პოლარული ღამეები იცის, ხშირი მოვლენაა ე.წ. შუაღამის მზე, როდესაც მზე 24 საათის განმავლობაში ანათებს.
  სკანდინავიის ნახევარკუნძულზე მდებარე ამ მშვენიერ ქვეყანაში თუ მოხვდებით, მთის კალთების მშვენიერება, სალი კლდეები, მწვანედ მობიბინე მინდვრები, უზარმაზარ მთებს შორის მომწყვდეული ბობოქარი ტალღები, მწვერვალებზე შემორჩენილი ქათქათა თოვლი, საოცარი მყინვარები და ენით აუღწერელი სილამაზის ფიორდები გაფიქრებინებს, რომ ზღაპრულ სამოთხეში მოხვდით.













































No comments:

Post a Comment